Sunday, March 26, 2017

დღეს პროექტის წარდგენის დღე იყო.კიდევ ერთხელ გადავხედე ნამუშევარს,თითოეულ ეტაპზე გავაკეთე ჩასწორებები.პროეწტზე მუშაობის პროცესში,პირველ რიგში გავეცანი პროექტის გეგმას,გავეცანი სახელმძღვანელოს,შეფასების რუბრიკებს,პროექტის გეგმის ჩეკლისტს.დავასრულე პროექტზე მუშაობა,რის შემდეგაც  ჯგუფის წინაშე გავაკეთე პრეზენტაცია.ასევე მოვისმინე სხვების პრეზენტაციები,შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები.
რა მომცა ამ ცხრა დღემ?...ვფიქრობ ძალიან ბევრი...დავრწმუნდი,რომ გლობალიზაციის ეპოქაში მოსწავლეები უნდა აღიჭურვოს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით...
ცოდნა და უნარი ...აი რა არის მნიშვნელოვანი.

Saturday, March 25, 2017

დღეს საკმაოდ რთული (შეიძლება ჩემთვის)სამუშაო გვქონდა.გავეცანი მე-7მოდულს:ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.გავეცანი ეროვნულ საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ სტანდარტებს და სტანდარტულ ინდიკატორებს მასწავლებლის მუშაობისათვის.
გავეცანი,როგორ შეიძლებაგამოვიყენოტექნოლოგიები პროექტზე მუშაობისას.
სასწავლო პროექტის გეგმის  ჩეკლისტის მეშვეობითშევაფასე მეწყვილის ნამუშევარი.

Tuesday, March 14, 2017

ღევანდელი მოდულის გაცნობის შემდეგ გავეცანი დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებულ ოთხ დონეს.
  • შინაარსი—ვითვალისწინებთ, რა სჭირდებათ მოსწავლეებს, რომ ისწავლონ, ან როგორ იღებენ საჭირო ინფორმაციას.
  • პროცესი— შევთავაზე მოსწავლეებს  შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები.
  • პროდუქტები—შესაძლებლობა მიეცათ მოსწავლეებს, ივარჯიშონ, გამოიყენონ მიღებული ცოდნა და განავრცონ ის სხვადასხვა მიმართულებით.
  • სასწავლო გარემო—შევქმენი ისეთი სასწავლო გარემო, მშვიდი და ინტერაქტიული ადგილებით და ვასწავლე ისეთი წესები, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას.

Friday, March 10, 2017

დღეს პროექტის დაწერის  ურთულეს  ნიუანსებში ჩავიხედეთ.თითქოს დავიბენი .ჩემი მოსწავლეების ადგილზე წარმოვიდგინე თავი .კიდევ ერთხელ თავიდან უნდა გავიარო ყველაფერი .აუცილებლად გამომივა...

Saturday, March 4, 2017

დღეს ძალიან საინტერესო დრე იყო.ვსწავლობდი და მიხაროდა .ბევრი რამ გავიგე...
მინდა,რომ ეს ყველაფერი ჩემს მოსწავლეებამდე ისე ლამაზად მივიტანო ,როგორც მასწავლეს..პროექტის შეფასებაგავაკეთე, პროექტის მოკლე მონახაზი საშინაო დაბალებად მოგვეცა. მინდა,რომ კარგად გამომივიდეს...

Friday, March 3, 2017

დღე-3

დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის  მნიშვნელოვანი იყო,რადგან ყოველთვის მაინტერესებდა როგორ დამეწერა პროექტი.ახლა უკვე ვიცი,რომ იდეის არსებობის შემთხვევაში ,მისი განხორციელება გაცილებით ადვილია.ვწერ პროექტის შინაარსს,  ვისწავლე როგორ უნდა დავსვა შინაარსობრივი კითხვა,.ვიყენებ სტანდარტს.